პროექტის სახელწოდება: ონი

პროექტის სახელწოდება: ონი


პროექტის  მთავარი იდეა:
დაინტერესებული პირებისათვის  ონის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის  აქტუალობა:      
·         პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მშობლიური კუთხის უკეთ გაცნობასა და  დაახლოებაში.
·         პროექტის განხორციელება ხელს  შეუწყობს  ტურიზმის განვითრებას რაჭაში.
პროექტის  მიზნები:
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ  პატრიოტიზმი, შეგროვდება მდიდარი და მრავალფეროვანი მასალა ონის შესახებ და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ  ადვილად  მოძებნონ საჭირო ინფორმაცია.
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფში მუშაობის, კვლევა–ძიების, პრეზენტაციის მოწყობის უნარები.
მონაწილეთა ასაკი:
15-16 წლის
ვადების ხანგრძლივობა:  
3 თვე
მოსალოდნელი  შედეგი/პროდუქტები,რაც შეიძლება  შეიქმნას:   
·         მოსწავლეები  პირველ რიგში  გაიღრმავებენ  ცოდნას  საკუთარი  მხარის შესახებ.
·         შექმნიან თემატურ ბუკლეტს.
·         გააკეთებენ  ბლოგს,სურათების  გალერეას  სათანადო  ვიზუალური  ინფორმაციით.
·         დაწერენ და გამოაქვეყნებენ ესეებს ბლოგზე.
·         ააწყობენ სლაიდშოუს.
პროექტისათვის საჭირო  ძირითადი  რესურსები:
ფოტოაპარატი. ვიდეოკამერა, კომპიუტერი, ინტერნეტი, MS PowerPoint, MicrosoftWord  
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·         შეიქმნება  მიზნობრივი ჯგუფები, თითოეულ  ჯგუფს  მიეცემა  სამუშაო  გეგმა (ჯგუფში  შემუშავებული),  მოვალეობები  გადანაწილდება.
·         მასწავლებელის დახმარებით მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში  
·         მიზნობრივი ექსპედიციებით შეაგროვებენ მონაცემებს  მინერალური  წყლების სამკურნალო თვისებებისა და ადგილობრივი კურორტების შესახებ.
·         შეაგროვებენ  დემოგრაფიულ მონაცემებს .
·         მოაწყობენ  ექსკურსიებს,ლაშქრობებს,გადაიღებენ  ფოტოსურათებს.
·         დაწერენ ესეებს მშობლიურ კუთხეზე .
·         გააკეთებენ   ბლოგს ონის რაიონის  ისტორიულ – გეოგრაფიული , კულტურული ღირებულებების , ტრადიციების, წეს–ჩვეულებების შესახებ.
·         სკოლის უფროსკლასელთათვის ბლოგის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  გეგმასთან  კავშირი:
ამ პროექტზე  მუშაობით  მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ უნარებს გეოგრაფიაში (გეოგრაფიული  მდებარეობა),ისტორიაში (შეისწავლიან  კუთხის  ისტორიას),ხელოვნებაში,მუსიკაში (ნახატები,ფოლკლორი...)უცხოურ ენაში(ტექსტის თარგმანი) , ისტ  ესგ–ს მოთხოვნათა შესაბამისად
პროექტის  ხელმძღვანელი:   .კერესელიძე, ონის საჯარო სკოლის  რუსული  ენის მასწავლებელი
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: nkereselidze5@gmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:   nanakereselidze.blogspot.com


среда, 10 августа 2011 г.

Комментариев нет:

Отправить комментарий