პორტფოლიო

პორტფოლიოს მასალები

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნანა კერესელიძე
რაიონი
ონი
სკოლა
 სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა
ქალაქი
 ონი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
РОЖДЕНИЕ КИНО        КИНОФЕСТИВАЛИ......«ГОЛЛИВУД»   »ОСКАР»
თემის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან კინოს ისტორიას,მოიძიებენ ინფორმაციას     სხვადასხვა წყაროდან ამერიკის კინოხელოვნების  აკადემიის  და მსოფლიო კინოფესტივალების შესახებ,( შექმნის ისტორია,ნომინაციები, ჯილდოები, გამარჯვებული ფილმი,მსახიობები  და ა.შ.),მოახდენენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას,ნახავენ და განიხილავენ ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს,დაამზადებენ ბუკლეტს,გააკეთებენ ფოტო-კოლაჟს,რომელსაც გააფორმებენ მუსიკით,თითოეული ჯგუფი გაითამაშებს  თავისი  კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალს  ნომინაციების მიხედვით,(ხელნაკეთი ჯილდოებით)...
საგანი
რუსული ენა
დონე/კლასი  
კლასი,ს V,22 მოსწავლე
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები


უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
·           წინასწარი მომზადების გარეშე ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე და აკეთებს კონკრეტულ არჩევანს და განმარტავს მას   ;
უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
·           ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
·           აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას,იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას.
უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.   
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს,მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში,იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად და პროექტების განსახორციელბლად. ;
უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობ თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.



მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • ლექსიკური მარაგის გაზრდა;
  • შემოქმედებითი უნარის განვითარება;
  • ესთეტიკური გემოვნების განვითარება;ზეპირი მონოლოგიური მეტყველების განვითარება
  •  ნაცნობი ენობრივი კომპეტენციების  მართებულად გამოყენება;
  • პროექტის რუსულ ენაზე განხორციელება;
შედეგად:პროექტის მსვლელობისას მოსწავლები მიიღებენ თავიანთი საკვლევი ობიექტების  ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას,გაიმდიდრებენ ცოდნას,გამოავლენენ თავიანთ ცოდნას უცხოურ ენაზე,მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად  ცოდნის მიღებას,ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა წყაროდან,აქტიურად ერთვებიან კომუნიკაციაში,შეაქვთ შემოქმედებით პროცესში თავიანთი ორიგინალური გადაწყვეტილება......
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
                               ზოგადი
  • ბოლოს რომელი  წიგნი წაიკითხეთ?
  • როგორ ასახავს წიგნი  საზოგადოებას,ისტორიას,კულტურას?

                           
          

თემატური კითხვები
   თემატური
  • რა გავლენას ახდენს კინოხელოვნება  საზოგადოებაზე?
  • რა  მსგავსებები და განსხვავებებია სხვადასხვა ეპოქის ფილმებს შორის?

შინაარსობრივი კითხვები
         შინაარსობრივი
  • რომელი კინოფესტივალის შესახებ გსმენიათ?
  • არსებობს თუ არა კარგი და ცუდი ფილმი?
  • რატომ ხდება ფილმების დაჯილდოება?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ






ვენის დიაგრამა


ჯგუფური მუშაობა


პრეზენტაცია
პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი

გონებრივი იერიში

სქემა ვიცი-მინდა ვიცოდე- როგორ გავიგო -რა გავიგე


პროექტის გეგმა და საბოლოო პროდუქტის შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
კითხვა-პასუხი
ბუკლეტის გაკეთებაზე
ბუკლეტის  შეფასების ჩეკლისტი

თვითშეფასების ცხრილი


ურთიერთშეფასების ცხრილი
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
   გონებრივი იერიში :მოსწავლეებს ვაცნობ თემის სათაურს და  არსებული ცოდნის  დასადგენად ,( რა იციან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით) ვიყენებ თვალსაჩინოდ გამოფენილ ფლილჩარტს,რომელზედაც წერია კითხვა/ამ კითხვის ირგვლივ აკეთებენ თავიანთი იდეების გენერირებას...ხდება ინფორმაციების გაცვლა,კეთდება ჩანაწერები...სქემა  ვიცი-მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე(რომ დავადგინო მათი საჭიროებები)მოსწავლეები ჯგუფში ავსებენ ცხრილის პირველ სამ სვეტს...პროექტის მსვლელობისას ,მისი შესრულების დროს ავსებენ დანარჩენ სვეტებს...პროექტზე მუშაობის დროს   მოსწავლეებს ევალებათ  მოიძიონ  ყველაზე ცნობილი მსოფლიო კინოფესტივალების შესახებ  მასალები სხვადასხვა წყაროებიდან (გაზეთი,ბიბლიოთეკა,ინტერნეტი...), და შეადგინონ ბროშურა, რომელიც შეფასდებაბროშურის შეფასების ჩეკლისტი სხვადასხვა წყაროებიდან  აღებულ მონაცემებს გააერთიანებენ და იმისათვის, რომ  შეადარონ  კინოფესტივალები ერთმანეთს  ვენის დიაგრამას   გამოიყენებენ,გაანალიზებენ,თუ რა როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში კინოხელოვნება,გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, გააკეთებენ პრეზენტაციას(დაგროვილი ცოდნას  გამოავლენენ), რომელსაც შევაფასებ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი (რომელსაც ისინი პრეზენტაციის გაკეთებამდე გაეცნობიან)...მუშაობის პროცესს ვაკვირდები,პროექტის საბოლოო შეფასებისთვის  მოსწავლეებს წარვუდგენ  პროექტის შეფასების კრიტერიუმებს,რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ პროექტის დაგეგმვისას... პროექტის დასასრულს მონაწილეები აკეთებენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებებს ...
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ -ჩვევები;
·         კვლევის უნარ-ჩვევები;
·         ტექნიკური უნარ ჩვევები Word Power  Point;
·         მოკლე ტექსტის შედგენა ნაცნობ თემატიკაზე;
·         ენობრივი კონსტრუქციები;
სასწავლო პროცედურები
დასაწყისში ვსვამ მიმართურთულების მიმცემ საკვანძო შეკითხვას:“რა გავლენას ახდენს კინოხელოვნება საზოგადოებაზე?
 სასწავლო პროექტის  დაწყებამდე კლასი იყოფა 4 ჯგუფად-თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა შესაძლებლობის და ენობრივი უნარის მქონე ბავშვები არიან,რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა  პროექტში მათი  შესაძლებლობის შესაბამისად,მაგალითად,მას ვისაც უჭირს რუსულად საუბარი ,შეუძლია დაამზადოს  საჭირო რესურსი(ჯილდო) და ა.შ. ყოველ ჯგუფში არის ლიდერი,რომელიც აკონტროლებს ჯგუფის მუშაობას,ანაწილებს   ფუნქციებს ჯგუფის წევრებს შორის მათი მიდრეკილებების მიხედვით:განსაზღვრავს ვინ იქნება პრეზენტატორი,ვინ მხატვარი,ვინ მუსიკალური გამფორმებელი,ვინ უზრუნველყოფს პრეზენტაციის ტექნიკურ მხარდაჭერას და ა.შ.
პროექტის მსვლელობა: ყოველი ჯგუფის წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას: დაამზადონ ბუკლეტი,იმ კინოფესტივლის შესახებ,რომელიც მათ აირჩიეს; მოიპოვონ ინტერნეტში ან სხვა წყაროებიდან ინფორმაციები თემის შესახებ;გააკეთონ სლაიდ-შოუ,გააფორმონ მუსიკით;გაითამაშონ სცენარის მიხედვით დაჯილდოება და ა.შ.
2 თვის განმავლობაში დამოუკიდებლად მუშაობენ,აწარმოებენ ინფორმაციის მოძიებას დამატებით რესურსებში,
ინტერნეტში,უცვლიან  ერთმანეთს აზრს და  რჩევისათვის საჭიროების შემთხვევაში მომმართავენ.თვალს ვადევნებ მოსწავლეთა „შავ სამუშაოს“,დროდადრო განვიხილავთ ჯგუფის შიგნით ინდივიდუალური კონსულტაციებისას,
აუცილებლობის შემთხვევაში  მივუთითებ მათ შეცდომებზე,ვეხმარები ინფორმაციის  მოძიებაში( სხვა წყაროს მითითება),
 ვასწავლი როგორ მოამზადონ პრეზენტაციები და გაიარონ რეპეტიცია.პროექტის დაცვის დროს თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის პრეზენტაციას,პასუხობს შეკითხვებზე.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციას,ასევე შემოქმედებითობას.გამომსვლელთა შეფასება ხდება სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით/თვითშეფასება,ურთიერთშეფასება...
აუცილებელი ელემენტი მთელი პროექტის საქმიანობისა არის შესრულებული სამუშაოს ანალიზი,სადაც ვიხილავ მოსწავლეებთან ერთად თუ რა გამოვიდა კარგად და რა არ გამოვიდა და რატომ? ამ ეტაპზე ისევ მივმართავ თვითშეფასების  ცხრილს,რათა თვალსაჩინო გავხადო თითოეული მოსწავლის ზრდა/
პროექტის დასასრულს მადლობას ვუხდი მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის,გატაცებით სწავლისათვის,მათი სიყვარულისათვის რუსული ენისადმი,ასეთი მშვენიერი,ემოციური,გასაოცარი მოგზაურობისათვის კინოსამყაროში....









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
კლასში არის შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლე ,რომელსაც აქვს მეტყველების შეზღუდვა,მას ეძლევა არჩევანი საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში თანაკლასელებთან  მუშაობისა,კერძოდ  კარგად ხატავს და კარგად ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს,უზრუნველყოფს პროექტის ტექნიკურ განხორციელებას (სლაიდშოუს გაფორმება,პრეზენტაციის შაბლონის გაკეთება და ა.შ/ ),რაც დაეხმარება მას საკუთარი თავის ეფექტურობისა და თვითშეფასების განვითარებაში.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

 კლასში არის  მოსწავლე,რომელმაც კარგად არ იცის ქართული,ის ინფორმაციას  მოიძიებს ინგლისურ ენაზე,გადათარგმნის მოპოვებულ ინფორმაციას  google translate  -ს საშუალებით ,მის ნაშრომს  კორექტირებას გაუკეთებენ ჯგუფის წევრები (მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე)..

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
ასეთი მოსწავლე  ჯგუფის ლიდერია,აკეთებს  ტექსტის კორექტირებას,აკონტროლებს მუშაობის პროცესს,
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები




Комментариев нет:

Отправить комментарий